ახალი ამბები

შსს: ხაშურის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

2 ივლისი, 2015 •
შსს: ხაშურის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, მოხუცი ქალის საცხოვრებელ სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა, მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი