მისი თქმით, კოტე ლაშხია, რომელიც უკრაინის მხარეს მარიუპოლში იბრძოდა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ზღვაში დაიხრჩო.
“ლაშხიამდე საბრძოლო ოპერაციებისას დაიღუპნენ ქართველი ოფიცრები: გიორგი ჯანელიძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი. ასობით ქართველი იცავს უკრაინას სხვადასხვა საბრძოლო მონაკვეთში. კოტე ლაშხიას პირადად ვიცნობდი. ის სოხუმელი იყო და მიიჩნევდა, რომ უკრაინის დაცვით მშობლიურ აფხაზეთში დასაბრუნებულ გზას ითავისუფლებდა. მას ბავშვი და ორსული მეუღლე ჰყავს. ძალიან ვწუხვარ”, – წერს სააკაშვილი.