როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ხარატიშვილს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევა ედება, რაც თვითმმართველობის ერთეულის იერსახის შეცვლას გულისხმობს. სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
ზურაბ ხარატიშვილი მერიის წინ მდებარე დამცავ ჯებირზე აკრავდა პლაკატს, რისთვისაც ის დააკავეს. ხარატიშვილის განმარტებით, ეს ჯებირი თვითმმართველობის ერთეული არ არის და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით ხდება. ზემოხსენებულ ჯებირზე სხვა სახის განცხადებებიც იყო გაკრული და ხარატიშვილი სამართალდამცველებს ეკითხებოდა, ამის გამო თუ დაუპატიმრებიათ სხვა ადამიანი.

ზურაბ ხარატიშვილის თანამოაზრეებთან ერთად აქციას თბილისის მერიასთან მართავდა, რა დროსაც დააკავეს. დილით მან ასეთი განცხადება გაავრცელა:
“ოთხშაბათს, 1 ივლისს, 16.00 სთ-ზე, ქ.თბილისის მერიასთან (შარტავას ქ. 7) სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი ვაპირებთ აქციის ჩატარებას, სადაც მოვუწოდებთ დავით ნარმანის აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებზე და დატოვოს თბილისის მერის დაკავებული თანამდებობა, იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგებით დასრულდება გამოძიება აღნიშნულზე.
სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულია პ/გ „სამოქალაო ალიანსი თავისუფლებისათვის“, პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, აიპ „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნები“, აიპ „ინტერპარტიული განვითარების რეგიონალური ცენტრი“, აიპ „თავისუფალი ქალაქი“, – აცხადებდა ხარატიშვილი.