ახალი ამბები

ხიდაშელი: მზად ვარ შევხვდე ნებისმიერს, ვინც თეთრაძის საქმეზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს

1 ივლისი, 2015 •
ხიდაშელი: მზად ვარ შევხვდე ნებისმიერს, ვინც თეთრაძის საქმეზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს

თინა ხიდაშელი ასე “რეპორტიორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მოკლული სერგო თეთრაძის ცოლი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში ისევ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც მისი ქმარის წამებაში მონაწილეობდნენ. 

 

“თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის, ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. 

 

ამასთანავე, ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.

 

შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ, მოგვაწოდონ სამინისტროში,”– წერს თავდაცვის მინისტრი.

 

 



დღეს გავეცანი ამ ინფორმციას. ჩემი როგორც მოქალაქის, იურისტის და პოლიტიკოსის პოზიცია უკვე მრავალი წელია საყოველთაოდ …

Posted by Khidasheli Tinatin on Wednesday, July 1, 2015

 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი 2011 წლის 18 სექტემბერს მისცეს პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით, რის საფუძველზეც ისინი მოათავსეს სასჯელაღსრულების  მე-8 დაწესებულებაში. სერგო თეთრაძე აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებიდან მე-4 დღეს გარდაიცვალა.

 

სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის მოტივით.

 

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით,  სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი