“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
გვარამიას ინფორმაციით, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესიდან დროებით გავიდა.
გვარამიას თქმით, თავდამსხმელების დანახვა ვერ მოახერხა. ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს უცნობმა პირებმა დაზიანებები თვალისა და ცხვირის არეში მიაყენეს.
შსს-მ ამ საქმეზე 3 პირი დაკითხა.