მერიის ცნობით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” მე–3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით. ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ “დელისიდან” ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე.
მერიაში აცხადებენ, რომ დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ. მათივე ინფორმაციიით, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150 მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები.
