ახალი ამბები

“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა

1 ივლისი, 2015 •
“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა

პრესსამსახურის ინფორმაციით, ალეკო შალამბერიძემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოპერაცია 30 ივნისს გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და დღეს გარდაიცვალა. 


ალეკო შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს; დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა.

 

1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი;

 

1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი;

 

1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი.

 

ამჟამად იყო „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი