ახალი ამბები

მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

4 ივლისი, 2015 • • 3995
მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

„ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ეს არის დიდებული დღე, რომელიც შეგვახსენებს დემოკრატიისა და თავისუფლების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ელჩ ნორლანდსა და საელჩოს თანამშრომლებს თბილისში”,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვაში აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციისათვის.

 

“ბატონო პრეზიდეტო, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, მე მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.” – მიმართავს გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას.

 

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. ამერიკის გაერთიანებულმა 13-მა კოლონიამ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების ქვეშ იმყოფებოდა, 1776 წლის 4 ივლისს ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც ახალი რესპუბლიკის – ამერიკის შეერთებული შტატების დაარსება გამოაცხადეს.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე – 4 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი