როგორც ნეტგაზეთს სფფ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება და ამისათვის მას სალაროში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა დასჭირდება.
სფფ-ის პრესსამსახურის განცხადებით, პირადობას იმიტომ ითხოვენ, რომ იგივე პირი ხელმეორედ არ მივიდეს სალაროში ბილეთების საყიდლად.
რაც შეეხება იმას, თუ როდიდან დაიწყება ბილეთების რეალიზაცია, სფფ-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხს მომზადება ესაჭიროება, რადგან დასაბეჭდია ბილეთები და განსახორციელებელია სხვა სახის საორგანიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც სალაროებში ბილეთები გაიყიდება.
ბარსელონასა და სევილიას 11 აგვისტოს მატჩისათვის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა 24 ათასიდან მხოლოდ 2000-მდე ბილეთის რეალიზაცია შეძლო და ხარვეზების გამო ონლაინვაჭრობა გუშინ შეწყვიტა.
