ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებს ვუჰანიდან თურქეთი გამოიყვანს

30 იანვარი, 2020 • 929
საქართველოს მოქალაქეებს ვუჰანიდან თურქეთი გამოიყვანს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად დაგეგმილია საქართველოს შვიდი, აზერბაიჯანის შვიდი და  ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციაც.

თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კარანტინში გააჩერებენ.  ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო.

სამხედრო თვითმფრინავი ანკარაში მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩინეთში დღეს, 30 იანვარს გაფრინდა. მოქალაქეების ევაკუაცია თურქეთის საჰაერო ძალების A400M ტიპის სატვირთო  თვითმფრინავით მოხდება. თვითმფრინავის  ბორტზე ასევე იმყოფებიან ექიმების გუნდი და ინფექციონისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი