ახალი ამბებიგართობახელოვნება

Kayakata-ს Sadaa საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი

30 იანვარი, 2020 • 8147
Kayakata-ს Sadaa საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი

Kayakata-ს ალბომი Sadaa ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციის Impala ჯილდოზეა წარდგენილი.

Impala-ს დაჯილდოებაზე ქართული მუსიკალური პროექტის ალბომი წლის საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაში 22 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

როგორც ასოციაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, დაჯილდოება წელს მეათედ იმართება და წლევანდელი შორთლისტი აჩვენებს, თუ როგორი მრავალფეროვანია ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური სექტორი.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ნომინანტები სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე არტისტებს აერთიანებს და გარდა განსხვავებული სტილის მუსიკისა,  ასევე წარმოაჩენს ევროპის ლინგვისტურ მრავალფეროვნებას:

“აღმოაჩინე Kayakata, ჰიპ-ჰოპ დუეტი, რომელიც ქართულად რეპავს” ,- წერენ ორგანიზატორები ქართულ პროექტზე.

ნომინანტების სრული სია ასე გმაოიყურება:

  • 5K HD – “High Performer” (Ink Music)
  • APPARAT – “LP5” (Mute Records)
  • BERNAYS PROPAGANDA – “Vtora mladost, treta svetska vojna” (Balkan Veliki, Moonlee Records, Geenger Records, Pop Depresija)
  • BUČ KESIDI – “Euforija” (Kontra)
  • ERLEND ROPSTAD – “Brenn Siste Brevet” (Later Gator Records)
  • GOODBYE DARJEELING – “Total Confusion” (V4 Records)
  • J.R. AUGUST – “Dangerous Waters” (Croatia Records)
  • JESSE MARKIN – “Folk” (VILD Music)
  • KAYAKATA – “Sadaa” (LTFR)
  • KIKO VENENO – “Sombrero Roto” (Elemúsica)
  • LITTLE SIMZ – “Grey Area” (AGE 101 Music)
  • MIRAMAR – “Miramar” (Rastilho Records)
  • PNL – “Deux Frères” (QLF Records)
  • SARAH KLANG – “Creamy Blue” (Pangur Records)
  • SEINE – “22” (Moonlee Records)
  • SNELLE – “Vierentwintig” (ROQ’N Rolla Music)
  • THE VALERIE SOLANAS – “The Return Of Jesus Christ” (Green L.F.ant)
  •  THE YOUNG GODS – “Data Mirage Tangram” (Two Gentlemen)
  •  TRENTEMØLLER – “Obverse” (In My Room)
  • TRIBES OF THE CITY – “Rust and Gold” (Self-released)
  • ULTIMO – “Colpa Delle Favole” (Honiro)
  • VLADIMÍR MIŠÍK – “Jednou Tě Potkám” (100PROmotion)

ამ ნომინაციაში არტისტებს Impala 2011 წლიდან აჯილდოებს. წინა გამარჯვებულებს შორის იყვნენ ისეთი არტისტები, როგორიცაა: Viagra Boys, Gurr, Agnes Obel, José Gonzalez, Caribou, Guadalupe Plata, The xx, Adele და Efterklang-ი.


ჰიპ-ჰოპ არტისტებმა, ზურა ჯიშკარიანმა და მაქს მაჩაიძემ KayaKata-ს სახელით 2017 წელს დაიწყეს შესრულება. ამ სახელით მათი პირველი ტრეკი იყო Jungle With Fiction.

მანამდე, დროდადრო სხვა შემსრულებლებთან ერთადაც, რამდენიმე საერთო პროექტი ჰქონდათ, მათ შორის- „ზურმუხტისფერი ბედის ორდენი“.

სამი წლის განმავლობაში KayaKata-მ არაერთი ჰიტი ჩაწერა. პირველი ალბომი — სახელად Sadaa — 2019 წლის აგვისტოში გამოუშვეს იუტუბზე. ალბომმა კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურებები მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი