კერძოდ, საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს და სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი – მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი – ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია – დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

საბერძნეთში ათენის საფონდო ბირჟა და ბანკები 7 ივლისამდე დაიკეტა. შეჩერებულია ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან საქართველოში.
დღეს იწურება საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ვადა. ასევე საბერძნეთმა 30 ივნისს უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალი, 1,6 მილარდი ევრო.
bbc -ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონა დაატოვებინონ.