აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს.
საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, აცხადებს განათლების სამინისტრო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2-3 ივლისს (პირველი სესია 8:00, მეორე სესია 14:00) გამოცდები ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. რაც შეეხება გამოცდებს სხვა საგნებში, განრიგი ასეთია:
6-7 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) – ზოგადი უნარები;
8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) – ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – გერმანული ენა;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – რუსული ენა;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ფრანგული ენა;
13 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) – გეოგრაფია;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) – ისტორია;
15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 15:00 სთ.) – მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ფიზიკა;
17 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ლიტერატურა;
20 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ) – სამოქალაქო განათლება.
21 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ბიოლოგია;
21 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
22 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ქიმია;