„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გორის მუნიციპალიტეტის მე-12 სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს სსე–ის კუთვნილი ქვესადგური „ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.
ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის დარგით “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანიპრიორიტეტია.