ახალი ამბები

გახარია: ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის საპასუხოდ მზად არის

30 იანვარი, 2020 •
გახარია: ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის საპასუხოდ მზად არის

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებისას, აღნიშნა, რომ კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ამ გამოწვევას ეფექტურად უპასუხოს:

“ამ ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებებში ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი უწყება. ამიტომ სხვა უწყებებსაც მინდა ვთხოვო, შესაბამისი ნაბიჯები სრულად ჰქონდეთ შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ, პირველ როგში, გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტას გულისხმობს. ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება კორონავირუსი, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, შესაბამისად და ეფექტიანად უპასუხოს ამ გამოწვევას”, – აცხადებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი