“დაგეგმილია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც იქნება გარანტია საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობისა. სამხრეთ ოსეთის მხარე ამ საკითხს ჟენევის დისკუსიების მთავარ ამოცანად მიიჩნევს”, – განუცხადეს “სპუტნიკს” პრეზიდენტის აპარატში.
გამოცემის ინფორმაციით, დისკუსიების დროს განიხილავენ ასევე ჰუმანიტარულ პრობლემებს, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ძებნის და საქართველოს ციხეებში მყოფი მოქალაქეების საკითხებს.
ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. ქართული დელეგაციის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მხრიდან ცეცხლის არგამოყენების პირობის შესრულება იქნება. ქართული დელეგაცია ასევე აპირებს განსაკუთრებულ ყურადღება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებებზე გაამახვილოს.
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 32-ე რაუნდი ჟენევაში 1 ივლისის ჩატარდება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბრიდან, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების შესაბამისად იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, საქართველო, რუსეთის ფედერაცია, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |