ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლი დაწვეს

30 ივნისი, 2015 •
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლი დაწვეს

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 20 წლის რ.ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

 

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბავშვი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა.

 

“უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით “გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი