“ფაქტობრივად, ეს არის უკვე არსებული რეჟიმის კანონის ჩარჩოში მოქცევა. მთლიანობაში შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, ის ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფოთაშორის, ასევე ორი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთავაზება მინისტრთა კაბინეტმა 30 ივნისს დაამტკიცა.
როგორც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ აღნიშნა, შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.
აფხაზეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ უვიზო შეთანხმების ხელმოწერა განამტკიცებს ორმხრივი ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს და ხელს შეუწყობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიღწეული პარტნიორობის გამყარებას, წერს “სპუტნიკ აფხაზია”.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |