ჩეხმა პროგრამისტებმა ორ დღეში უფასოდ მოამზადეს სისტემა, რომლის მსგავსშიც სახელმწიფო 400 მილიონი ჩეხური კრონის (დაახლოებით 16 მილიონი ევრო) გადახდას გეგმავდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დეველოპერების პროტესტის მიზეზი მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის ფარგლებშიც, მთავრობას საგზაო გადახდების ელექტრონული სისტემა უნდა შეეძინა და ამაში დაახლოებით 16 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა.
ორდღიანი ჰაკათონის ფარგლებში კი 60-მდე პროგრამისტმა აღნიშნული სისტემა მთავრობისთვის უფასოდ გადასაცემად მოხალისეობრივად შაბათ-კვირას შექმნა. ადგილობრიივი მედიის ცნობით, ღონისძიებაში ჩართულთა მთავარი მოტივაცია მთავრობის მიერ გამოცხადებული შეუსაბამოდ ძვირი ტენდერები იყო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნულმა ხეშეკრულებებმა ექსპერტებს შორის დიდი კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიცია ქვეყნის პერმიერ-მინისტრს აკრიტიკებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ კონტრაქტის პირობები საჯარო არ ყოფილა. სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ხელშეკრულება ელექტრონული სისტემის შესყიდვაზე კი შეწყდა.