რამდნეიმე კვირის წინ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების იდეა პერმიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მანვე მიმართა მერიასა და საკრებულოს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ ემსჯელათ.
ღარიბაშვილი თბილისის აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭებას მე-12-13 საუკუნეში მცხოვრები პოეტის იუბლეს უკავშირებს. მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა.
2013 წელს თბილისის საკრებულოში მსჯელობდნენ, რომ თბილისის აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდებინათ.