ახალი ამბები

ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი საქართველოში

30 ივნისი, 2015 •
ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი საქართველოში
  • 2015 წლის 1 ივლისიდან მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება თბილისში;

  • 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე – ქ. გორში, ბეკამში, დუშეთში, ქ. ხაშურში;

  • 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში,  მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში;

  • 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში;

  • 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში;

  • 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში;

  • 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლურში,  ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში.


საქართველო ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე 2015 წლის პირველ ივლისს გადადის. ტელემაუწყებლობის გავრცელების და მიღების რეჟიმი, რომელიც დღეს მოქმედებს, არსებითად იცვლება. თბილისში პირველი ივლისიდან   ქართული პროგრამები ღია ეთერში ციფრულ ფორმატში გავრცელდება. 

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა – სეტტოპბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც.

 

ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს, რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება, თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი