10:00 საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან.
თბილისი, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”
10:30 არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადი” სასტუმროში “ჰოლიდეი ინ” საერთაშორისო კონფერენციას “ახალგაზრდა ანალიტიკოსები ქვეყნის მომავლისთვის” გამართავს.
10:30 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების შეხვედრა, სსიპ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან, რომელიც მეწარმეებისთვის სააგენტოს პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
მის.: ბელიაშვილის ქ.N8, მე-3 სართ (მიონის ბიზნეს ცენტრი).
10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
10:30 მცხეთაში, “ღვინის სახლი”-ს საკონფერენციო დარბაზში ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამ”-ისა და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარების ფორუმი ჩატარდება.
11:00 თბილისის მერიაში ევროპის “მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის” ფარგლებში გაიხსნება ტექნოლოგიური გამოფენა.
11:00 სასტუმროში “ამბასადორი”, საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია – გლობალ აგრო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფქვილისა და ქატოს არასამართლიან ფასად იმპორტი და ამ უკიდურესად ხელისშემშლელი ფაქტორის გავლენა ადგილობრივ წისქვილებსა და ფერმერებზე.
11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება
11:00 სასტუმროში “რუმს ჰოტელ თბილისი”, საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ნატო-ს პროგრამის −”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში რეგიონულ ვორქშოპს გამართავს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
11:00 სასტუმრო “ჰოლიდეი ინნის” საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართება.
თემა: “სასამართლო რეფორმა და დღევანდელი გამოწვევები”.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქორწინების თანასწორობის დაკანონება აშშ-ში.
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: ვიზიტი სტრასბურგში
11:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #312
11:30 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე, სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:30 ჩაფიძის კლინიკის მხარდაჭერით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს 25 სტაციონარის საწოლს, ტუმბოებსა და შტატივებს გადასცემს.
ადგილი.: ლუბლიანას ქ. #4, ჩაფიძის კლინიკა
12:00 ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის “ევროპა ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი დააჯილდოებენ.
ადგილი: უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
12:00 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #422
12:00 პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი და წევრი ნინო ბუჩუკური პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კვესიტაძე-უგულავას ფარული გარიგება, “ჟმოტი ნაციონალები”.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ – შეფასებები, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება აშშ-ში
12:30 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პრემიერის ინიციატივა ქორწინების შესახებ, უეფას სუპერთასის ბილეთები.
.
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში ორგანიზაციები: “ყრუთა კავშირი” და “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სასამართლო დავა ყრუ-მუნჯთა ქონების გაყიდვაზე.
12:30 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი კვლევის “რუსეთი: საქართველო რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენის ქვეშ” პრეზენტაცია გაიმართება.
ადგილი: ჭოველიძის ქ. #10, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისი
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დოგრაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქორწინების თანასწორობის დაკანონება აშშ-ში.
13:00 დიმიტრი ყიფიანის სახელობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასული საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” წევრების მიღება გაიმართება.
13:00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
ადგილი.: ქეთევან წამებული გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18
13:00 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #439
14.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
14:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კინოდარბაზი
14 :00 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე გააცნობენ. შეხვედრას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია დაესწრება.
15:00 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჟურნალ “მასწავლებლის” დაარსებიდან 7 წლის აღსანიშნავი ღონისძიება და ჟურნალის ფარგლებში გამოცემული “მასწავლებლის წიგნის” პრეზენტაცია.
ადგილი: გლდანი, გმირ კურსანტთა ქ. #1 (პოლიციის აკადემიის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
15:30 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული დარბაზები გაიხსნება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
ადგილი: გუდიაშვილის ქ. #5, შესასვლელი გუდიაშვილის მხრიდან
16:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული რეგიონების განვითარების საბჭოს სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N43