ხაზარიას თქმით, აბაზები, უბიხები და აფხაზები ავტომატურად ხდებიან აფხაზეთის მოქალაქეები და საჭირო დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მათ პრობლემა არ შეექმნებათ.
“ყველა განმცხადებელი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოვიდეს და დატოვოს განცხადება. ყველა საჭირო დოკუმენტი მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში დამზადდება”, – განაცხადა ხარაზიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ დაფიქსირებულა რეპატრიანტების სირიაში დაბრუნების ოთხზე მეტი შემთხვევა. მათგან ორი ოჯახი კი, ხარაზიას თქმით, ისევ აფხაზეთში დაბრუნდა.
რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე აფხაზეთში ცხოვრობს 564 რეპატრიანტი სირიიდან.

“ისინი იღებენ კომპენსაციას, სამედიცინო დახმარებას და ჩვენ ვცდილობთ, მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. გარდა ამისა, ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში 28 სტუდენტი-რეპატრიანტი სწავლობს და მათი სწავლის საფასურის 50 პროცენტს ჩვენ ვფარავთ”, – აღნიშნა ხარაზიამ.
“სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე აფხაზეთში მეჩეთის მშენებლობის საკითხიც განიხილეს.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |