ახალი ამბები

იუნესკო: საქართველოში სახელმძღვანელოები კვლავ გენდერულად მიკერძოებულია

29 ივნისი, 2015 •
იუნესკო: საქართველოში სახელმძღვანელოები კვლავ გენდერულად მიკერძოებულია

“ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნების მცდელობის მიუხედავად, გააუმჯობესონ მდგომარეობა გენდერული თანასწორობის კუთხით, საქართველოში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ნიგერიასა და პაკისტანში სასწავლო სახელმძღვანელოებში გენდერული მიკერძოების შემთხვევები კვლავ გავრცელებულია. ასევეა მაღალი შემოსავლის მქონე ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიც არის ავსტრალია,”– ვკითხულობთ “იუნესკოს” ანგარიშში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში რეფორმის გატარებას, რომელიც საგანმანათლებლო რესურსებში გენდერულ მიკერძოებას აღმოფხვრის, ხელს პოლიტიკური ნების ნაკლებობა და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა უშლის.

 

იუნესკოს ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოში პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სახელმძღვანელოების დაწერისთვის საჭირო დირექტივების გაცემაზე და ამტკიცებენ სასწავლო წიგნებს, არ აქვთ სათანადო ცოდნა გენდერულ სენსიტიურობასთან დაკავშირებით.

 

ანგარიშში საუბარია იმ დიდ როლზე, რომელსაც სკოლა ასრულებს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სკოლა შესაძლოა აღმოჩნდეს მძლავრი საწყისი წერტილი თანასწორი გენრედერული ურთიერთობების დამკვიდრების ხელშესაწყობად. სასწავლო გეგმას შეუძლია წაახალისოს ბავშვები, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ გენდერული სტერეოტიპები და პირიქით, თუკი დისკრიმინაციულ გენდერულ ნორმებს სახელმძღვანელოებში გადაიტანენ, შეიძლება დაზიანდეს ბავშვის თავმოყვარეობა და შემცირდეს მათი ჩართულობა.

 

 

UNESCO
UNESCO

 

იუნესკოს განცხადებით, ანგარიში დამოუკიდებელ პუბლიკაციას წარმოადგენს და ანგარიშის გუნდმა ბევრ ადამიანთან, სააგენტოებთან, ინსტიტუტებთან და მთავრობებთან თანამშრომლობით შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი