ოთარ მუთოშვილის განცხადებით, ბორჩაშვილის სირიაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოფელში გუშინ საღამოს მიიღეს. მუთოშვილი ამბობს, რომ მშობლების ინფორმაციით, თურფალ ბორჩაშვილი თურქეთში სამუშაოდ დაახლოებით ნახევარი წლის წინ წავიდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბორჩაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდა.
15 ივნისს შსს–მ განაცხადა, რომ დააკავეს საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი და კიდევ 3 პირი, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, სირიაში ISIS–ის მხარეს საბრძოლველად აპირებდნენ გადასვლას.
რამდენიმე დღის წინ “ისლამურმა სახელმწიფომ” თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავამ ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი “ვილაიეთი” შექმნა.