ახალი ამბები

ანონსი – 29 ივნისი 2015

29 ივნისი, 2015 •
ანონსი – 29 ივნისი 2015

10:30 ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

 

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: 1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ.

 

11.00 პარლამენტი: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ეგიდით გაიმართება კონფერენცია პროექტზე; “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. პროექტს ახორციელებს ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინში, ასევე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, მსახიობები თათული დოლიძე და ეკა ანდრონიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერნციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

 

11:30 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „პირველის“ პრეს-კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: ტელეკომპანია „რუსთავი  2“-მა გიგი უგულავას 9-თვიანი პატიმრობის ვადის შესახებ მომზადებული სოციალური  რეკლამით, „მაუწყებლობის შესახებ’ კანონი უხეშად დაარღვია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია?

მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

12.00   სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“   შპს რუსთავის ფოლადის  დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი გამართავს პრესკონფერენციას, თანამშრომლების მასიურ დათხოვნასთან დაკავშირებით.

 

12.00  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აკადემიკოს ნოდარ ცინცაძეს ბრწყინვალების ორდენს გადასცემს. ადგილი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; მისამართი: რუსთაველის გამზ. #52

 

12:00   “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ხელმძღვანელი ხათუნა მაჭავარიანი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15.00 პარლამენტის ბიუროს სხდომა, თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

16.30: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, თბილისი, კინოდარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი