ახალი ამბები

„ლაგუნა ვერესთან“ არსებული გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ავტომობილი ამოიტანეს

28 ივნისი, 2015 •
„ლაგუნა ვერესთან“ არსებული გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული  ავტომობილი ამოიტანეს

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და მერიის სხვა წარმომადგენლები.

 

ავტომობილის ამოტანის სამუშაოები მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განახორციელეს. მობილიზებული იყო სპეციალური

ტექნიკა, გვირაბში მუშაობდნენ მაშველები.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოები დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა, შემდეგ კი ავტომობილი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

 

13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული BMW-ის მარკის ავტომობილი „ლაგუნა ვერესთან“, მტკვრისა და ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.  ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ  გახდა  შესაძლებელი მანქანის გვირაბიდან ამოტანა.

„ლაგუნა ვერესთან“ არსებული გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული  ავტომობილი ამოიყვანეს, ფოტო: თბილისის მერიის პრესსამსახური; 28/06/2015
„ლაგუნა ვერესთან“ არსებული გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ავტომობილი ამოიყვანეს, ფოტო: თბილისის მერიის პრესსამსახური; 28/06/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი