ახალი ამბები

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები გადადებულია – ტიკარაძე

27 იანვარი, 2020 • 1141
ჩინეთთან პირდაპირი ფრენები გადადებულია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო-ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები გადადებულია. გადაიდება თუ არა სხვა დაგეგმილი რეისებიც, როგორც ტიკარაძე ამბობს, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ჩინეთთან პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე გადადებულია. დღეს კიდევ გვექნება დამატებითი შეხვედრა უფრო მაღალ დონეზე, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა შემდეგი რეისებიც. რეკომენდაციებს გავცემთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ ჩინეთის მიმართულებით ფრენები და მოგზაურობა შეზღუდონ. საჰაერო მიმოსვლაც გვაქვს კონტროლის ქვეშ… საქართველოში მფრინავი ავიახაზებიდან გვაქვს ინფორმაცია, თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და, შესაბამისად, ყველა პრევენციული ზომა, რომლის მიღებაც საჭიროა, მიღებულია”, – ამბობს ტიკარაძე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჩინეთთან 25 და 27 იანვარს სულ ორი რეისი გაუქმდა. ჩინეთის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია China Southern ასრულებს.

 

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი