ახალი ამბები

ოპოზიციამ და აქტივისტებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

27 იანვარი, 2020 •
ოპოზიციამ და აქტივისტებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

მოძრაობა გაბედეს, შეცვალეს და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს.

“საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც არიან მოძალადე კრიმინალები, რომლებიც არ წარმოადგენენ თბილისელების ხმას. გამოვიდნენ და თვითონ ჩაჯდნენ აქ, თუ არადა ქართველი ხალხი გამოიყვანს მათ და ჩასვამს და გაუშვებს, სიმბოლურად, პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე”, – განაცხადა მოძრაობა შეცვალეს ერთ-ერთმა წარმომადგნელემა, ნიკა ფარულავამ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობაში შეშვებას ითხოვენ, თუმცა პოლიცია და დაცვის თანამშრომლები ამის უფლებას არ აძლევენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ საკრებულოს თავმჯდოარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა.

დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, საკრებულოში გარკვეული ღონისძიება იმართება და ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ უშვნებენ თბილისის საკრებულოს შენობაში პარლამენტის წევრ სალომე სამადაშვილს, ნაციონალური მოძრაობის წევრ ზაალ უდუმაშვილს, რომლის თქმითაც, მას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს სპეციალური საშვი აქვთ.

ოპოზიციის აქციის მთავარი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა და იმის გარკვევაა, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე “ქართული ოცნების” დეპუტატების პოლიციაში დაბარება მას შემდეგ, რაც 24 იანვარს, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრ ლევან ხაბეიშვილსა და “ქართული ცონების” დეპუტატებს შორის დაპირისპირების შედეგად ლევან ხაბეიშვილს სცემეს.

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს – ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი