ახალი ამბები

ნარმანია: თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები

27 ივნისი, 2015 •
ნარმანია: თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები

“თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბიზნესცენტრები,”– განაცხადა ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

თბილისის მერის განცხადებით, მას ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით პროექტი არ უნახავს:

 

“პროექტი არ მინახავს ნამდვილად და არ შემიძლია დეტალური კომენტარი გავაკეთო მასზე. თბილისის მერიაში არ შემოსულა ჯერჯერობით. მე ველოდებოდი დღეს ჩვენს შეხვედრაზე,  რომ დაესწრებოდნენ წარმომადგენლები და გაგვაცნობდნენ პროექტის ძირითად არსს, თუმცა ისინი ამ შეხვედრაზე არ მოსულან. აუცილებლად დავინტერესდები ამ პროექტით და დიდი სიამოვნებით გავეცნობი მის თითოეულ დეტალს და ნიუანსს,”– აცხადებს თბილისის მერი. 

 

საქართველოს ბიზნესპალატა და სამშენებლო ასოციაციები გუშინ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენი” აშენდეს. პროექტი გულისხმობს სასტუმროების, ბიზნესცენტრების, პარკისა და სარბენი ბილიკების მოწყობას.

 

“საქართველოს ბიზნესპალატის” პრეზიდენტმა ემზარ ჯგერენაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი პროექტის მიხედვით, მდინარე ვერეს ხეობისა და დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მოხდება.

 

ჯგერენაიას განცხადებით, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე დარჩება მწვანე საფარი, ხოლო ხეობის დანარჩენ ნაწილში აშენდება სასტუმროები და ბიზნესცენტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი