“შემოსული იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მხეცი დააფიქსირეს,”– განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მხეცი დაინახეს, თუმცა რომელი მხეცი იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე ფანასკერტელის ქუჩაზე არაფერი უპოვიათ.
ფანასკერტელის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოების ამსახველი ფოტოები მოგვაწოდა მარიამ კირვალიძემ.
თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულთაგან, ნაწილი უკან დააბრუნეს, მტაცებელ ცხოველთა ნაწილი კი – მოკლეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ღამეს ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ეძებენ.