თიბილოვმა ქვეყნის გაზიფიცირების გენერალურ გეგმას ხელი „გაზპრომ-პრომგაზის“ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის დროს მოაწერა
„შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ითქვას, რომ ეს ისტორიული მომენტია. ეს ჩვენი რესპუბლიკის განვითარებაში და მოსახლეობის საცხოვრებელი დონის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი ეტაპია“, – განაცხადა თიბილოვმა და დასძინა, რომ რუსეთის დახმარებით სამხრეთ ოსეთის განადგურებული ეკონომიკა აღდგენას იწყებს.
გენერალური გეგმის თანახმად, 2025 წლამდე სამხრეთ ოსეთში 190 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ 617 მილიონი რუბლს შეადგენს.
„სპუტნიკ ოსეთიას“ ცნობით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის მასშტაბით ბუნებრივი აირი მხოლოდ ცხინვალს მიეწოდება.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |