ახალი ამბები

შსს: ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

27 ივნისი, 2015 •
შსს: ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

უწყების ცნობით, 38 წლის, თურქეთის რესპუბლიკისა და შვედეთის მოქალაქე აისენ ალჰან ფურჰოფი ანკარის ინტერპოლის მიერ 25.02.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.


შსს-ს ცნობით, აისენ ალჰან ფურჰოფი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/1-ე, 31-ე, 33-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.


ამჟამად დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი