ახალი ამბები

IRI-სა და NDI-ის საქართველოში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ – ინაშვილი

26 იანვარი, 2020 • 1081
IRI-სა და NDI-ის საქართველოში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ – ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა.

როგორც აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციით სურთ მათი მოთხოვნის შესახებ აშშ-ს მთავრობამაც იცოდეს. ინაშვილს მიაჩნია, რომ NDI კვლევებს აყალბებს და ამ საკითხით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

“მოვედით იმიტომ რომ ამერიკის ხელისუფლებას ვუთხრათ რომ გაიტანეთ NDI და IRI საქართველოდან და დაამთავრეთ ეს ტყუილი. დღეს აშშ-ს საელჩოს წინ ხმამაღლა ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციებს საქართველოში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. წავიდნენ და დატოვონ საქართველო,”-განაცხადა ინაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი