ახალი ამბები

პრემიერმა ბათუმის ჯიხურებთან დაკავშირებით ხაბაძესთან თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა

26 ივნისი, 2015 •
პრემიერმა ბათუმის ჯიხურებთან დაკავშირებით ხაბაძესთან თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი გუშინ საღამოს შედგა. 

 

“სატელეფონო საუბარი შედგა, დაუკავშირდა ბატონ არჩილ ხაბაძეს და გამოხატა თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ ჯიხურებთან დაკავშირებით,” – განაცხადეს პრესსამსახურში.

 

გუშინ ღამითვე ჯუხურების ნაწილი ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან ისევ ძველ ადგილებზე დააბრუნეს.

 

დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უსახური ჯიხურების ისევ ძველ ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა:

 

“მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, ტურისტულ სეზონს ქალაქი მომზადებული შეხვდეს. იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრი გათავისუფლებულიყო ქაოტურად მიმოფანტული უსახური ჯიხურებისგან, გადაწყდა მათი ერთად განთავსება, რასაც გარემოვაჭრეებისა და საზოგადოების არცთუ ისე დადებითი შეფასება მოყვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბათუმელებისა და საზოგადოების აზრი. გავითვალისწინეთ გარე მოვაჭრეების მდგომარეობა, რომ მათ გააჩნიათ იპოთეკური სესხები, არიან სოციალურად დაუცველები, მივიღეთ გადაწყვეტილება და წავედით კომპრომისზე, რომ გარემოვაჭრეები დროებით დავაბრუნოთ ძველ ტერიტორიაზე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, ტურისტული სეზონის განმავლობაში გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა,”– განაცხადა ერმაკოვმა.

 

ჯიხურები ბათუმში გუშინ. ფოტო – გაზეთი ბათუმელები
ჯიხურები ბათუმში გუშინ. ფოტო – გაზეთი ბათუმელები

ჯიხურები ბათუმში დღეს. ფოტო – გაზეთი ბათუმელები
ჯიხურები ბათუმში დღეს. ფოტო – გაზეთი ბათუმელები

მასალების გადაბეჭდვის წესი