26 ივნისი “ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის” საერთაშორისო დღეა.
საპროტესტო აქცია გაიმართა კამპანიის “ჩემი რეპრესია შენი რეგერესია” ფარგლებში და აქციის მთავარი გზავნილი იყო: “კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად”.
აქციას 100-მდე ადამიანი დაესწრო. ისინი აცხადებდნენ, რომ ქუჩის ნარკოტესტირება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მანკიერი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქუჩაში ადამიანების უკანონოდ დაკავება და ნარკოტესტირებაზე გადაყვანა ხდება.
“მოვითხოვთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული იქნას 273–ე მუხლი და გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. დაზოგილი თანხები გადამისამართდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დაფუძნებასა და გაფართოებაზე,”– ამბობს კოკა ლაბარტყავა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენელი.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბოლო ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება და ძალაში რჩება ნარკოლოგიურ ტესტირებაზე ადამიანების მასობრივად გადაყვანა.


აქციის მხარდამჭერები არიან “მსოფლიოს ექიმები საფრანგეთი”,”ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”, “დამოუკიდებლობის კვლევითი ცენტრი”, “კვლევითი ცენტრი ალტერნატივა Georgia”,”კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი”, “პაციენტთა კავშირი”, “საქართველოს კოალიცია ტუბერკულიოზის წინააღმდეგ” და “საქართველოს პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო”




