კანონში შესული მე-14 შესწორების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია გამოსცეს ერთსქესიანთა ქორწინების ლიცენზია და მათი ერთობა სამართლებრივად სწორად გამოაცხადოს. დღემდე მხოლოდ 27 შტატში იყო ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული.
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. პრეზიდენტმა უკვე უწოდა გადაწყვეტილებას ქვვეყნის ისტორიაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.
1996 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ წყვილების ქორწინებას მოსახლეობის მხოლოდ 27% მიიჩნევდა დასაშვებად. ეს რიცხვი გასულ თვეს 60%-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) 1992 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან და შეფასებულია როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დააავდება.