თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, 1000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet ავრცელებს.
6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელმაც ნგრევა გამოიწვია, თურქეთში 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა, თუმცა ასევე, იგრძნობოდა სირიაში და ირანში.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიწისძვრის თანმდევი ბიძგების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.