ახალი ამბები

საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს – კონგრესმენი

25 იანვარი, 2020 • 1267
საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს – კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პიტ ოლსონი საქართველოს მთავრობას კორუმპირებულს უწოდებს.

“ვეთანხმები ჩემს კოლეგა ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩართულია  დემოკრატიულ ფასეულობებზე თავდასხმებში,  მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ სისასტიკეში, ანტაგონიზმში ამერიკული ინვესტიციის წინააღმდეგ, რომელიც ორივე ქვეყანას წააადგებოდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს”, – წერს დეპუტატი Twitter-ში.


ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა: დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაულმა და დემოკრატი ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.

საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი გაასაჯაროვა

მასალების გადაბეჭდვის წესი