ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წყალდიდობამ გაგრის რაიონში 500-ზე მეტი სახლი დატბორა

26 ივნისი, 2015 •
წყალდიდობამ გაგრის რაიონში 500-ზე მეტი სახლი დატბორა

გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, 45 სახლის პირველი სართული მთლიანად წყალშია, წყლის ქვეშ აღმოჩნდა ასევე 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.


წყალდიდობა გაგრის რაიონში © sputnik-abkhazia
წყალდიდობა გაგრის რაიონში © sputnik-abkhazia

 

ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაურა ჩიჩბას თქმით, სტიქიის მიზეზი გახდა ქარბორბალა, რომელმაც ადლერს გადაუარა.

 

“ქარბორბალა, რომელმაც ადლერს გადაუარა, ჩვენც შეგვეხო. ძლიერი წვიმების გამო 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. მიმდებარე სოფლებში სანიაღვრე არხების პრობლემაა – არხები მთლიანად ნაგვითაა სავსე და გასაწმენდია. ამის გამო ძლიერი წვიმების დროს წყალი სახლებს ტბორავს”, – განაცხადა ჩიჩბამ.

 

24-25 ივნისს აფხაზეთში ძლიერი წვიმა მოვიდა, რის გამოც ქალაქები და სოფლები დაიტბორა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი