ახალი ამბები

უსუფაშვილი “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონპროექტზე: პრინციპული საკითხი გაზიარებულია

26 ივნისი, 2015 •
უსუფაშვილი “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონპროექტზე: პრინციპული საკითხი გაზიარებულია

“პოლიტიკური ჯგუფების თხოვნით, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების განხილვას დავიწყებთ დღეს, შესვენების შემდეგ, 16:00 საათიდან.  მანამდე ვიმუშავებთ დღის წესრიგში შეტანილ სხვა საკითხებზე” – განაცხადა უსუფაშვილმა.  

 

მისი თქმით, 16:00 საათიდან ეროვნული ბანკის საკითხის განხილვა იმიტომ მოხდება რომ 25 ივნისს  საკომიტეტო მოსმენებზე კანონპროექტმა საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განიცადა:

 

“იმ მიმართულებით, იმ საკითხებზე გამოხმაურების შემდეგ, რაც დასმული იყო ამ დღეების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი იქნა გაზიარებული ავტორების და ინიციატორების მიერ. კოლეგებს აქვთ სურვილი, უფრო დეტალურად გაეცნონ უკვე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დაზუსტებულ ტექსტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების. ამ თემაზე ჩვენ ბიუროს სხდომის დროს შევჯერდით.”

 

 

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 25 ივნისს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

 

კანონპროექტის ავტორია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ჯემალ ებანოძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი