ახალი ამბები

BBC: საფრანგეთში თავდამსხმელმა კაცს თავი მოჰკვეთა

26 ივნისი, 2015 •
BBC: საფრანგეთში თავდამსხმელმა კაცს თავი მოჰკვეთა

როგორც BBC წერს, სავარაუდო თავდამსხმელი ისლამისტთა დროშას ატარებდა. დროშა შემთხვევის ადგილის მახლობლად იპოვეს.

 

BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

 

CNN–ის ინფორმაციით, ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოს პოლიციელმა განუცხადა, რომ სანამ ეჭვმიტანილს დააკავებდნენ, მოკვეთილი თავი, რომელიც დაფარული იყო არაბული წარწერებით, გაზის ქარხნის კარიბჭეზე მიამაგრა.

 

თავდასხმა ადგილობრივი დროით 10:00–ზე მოხდა. საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა მანუელ ვალსმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების ზომები ლიონის მიმდებარე ქალაქებში გამკაცრდება.


დაახლოებით 6 თვის წინ პარიზში ისლამისტები სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo–ს რედაქციას დაესხნენ თავს. ტერორისტული აქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი