ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

sputnik ossetia: უშიშროებამ სამხრეთ ოსეთში ბრიტანული დაზვერვის აგენტი გამოავლინა

26 ივნისი, 2015 •
sputnik ossetia: უშიშროებამ სამხრეთ ოსეთში ბრიტანული დაზვერვის აგენტი გამოავლინა

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის თანამშრომელი ლარისა სოტიევა სამხრეთ ოსეთში ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობდა რუსულ-ოსური ურთიერთობების დისკრედიტაციას. დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ორგანიზაცია International Alert-ის პროგრამა “ევრაზიის” თანამშრომელი სოტიევა კერძო ვიზიტის ფარგლებში ამოწმებდა მთელ რიგ პროექტებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით ხორციელდებოდა.


“სოტიევა გეგმავდა ეგრეთ წოდებული “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ექსპერტების” საქმიანობის ინიცირებას, რომლებიც მზად არიან, შეხვდნენ საქართველოს წარმომადგენლებს და მიიღონ მონაწილეობა პროგრამებში, რომლებიც უარყოფენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს”, – ავრცელებს გამოცემა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას.

 

უშიშროების სამსახური ასევე აცხადებს, რომ  “International Alert”-ი ამზადებს სასწავლო პროექტს სოციალური პროტესტის ტექნიკურ საკითხებში, რაც შესაძლოა სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა სახის “ნარინჯისფერი ტექნოლოგიების” განხორციელების საფუძველი გახდეს.

 

სოტიევას ოფიციალური გაფრთხილება გამოუცხადეს მისი საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან, წერს sputnik ossetia.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი