ახალი ამბები

სამინისტრომ მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის 5.5 მილიონი ლარი გამოყო

26 ივნისი, 2015 • • 1184
სამინისტრომ მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის 5.5 მილიონი ლარი გამოყო

მინისტრის განმარტებით, 5 მილიონნახევარი ლარიდან 2 მილიონი სახელმძღვანელოების დასაბეჭდადაა გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი თანხა სახელმძღვანელოების შეძენას მოხმარდება.

 

მინისტრის განმარტებით, წიგნების შესასყიდად და დასაბეჭდად საჭირო თანხები 2015 წელს შარშანდელთან შედარებით განახევრდა, შარშან 13 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 40% – დაბეჭდვაზე, ხოლო 60% შესყიდვაზე დაიხარჯა.

 

მინისტრი ამბობს, რომ თანხის შემცირება გამოწივია ორმა ფაქტორმა: მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, რადგან გამოყენებული წიგნების დიდი ნაწილი ხელახლა მოხმარებისთვის ვარგისია, და  გაუმჯობესდა წიგნების ბეჭდვის პოლიგრაფიული ხარისხი.

 

მისი თქმით, ჩატარდა გამოყენებული სახელმძღვანელოების ფიზიკური ინვენტარიზაცია. ის წიგნები, რომელსაც არ აქვს დაზიანებული ყდა, ფურცლები არ არის დახეული ან არ აქვს აღნიშვნები, მათ დაეწერებათ 9 ქულა და მხოლოდ ის შეიძლება მისცეს სკოლამ მოსწავლეს.

 

“არც ერთი მოსწავლე სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩება”, – ამბობს თამარ სანიკიძე.

 

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიიღებს დაზიანებულ წიგნს, რომელიც 9-ქულიან შეფასებას არ აკმაყოფილებს, მაშინ მშობელმა უნდა მიმართოს რაიონულ რესურსცენტრს, ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის.

 

წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, მინისტრის განმარტებით, სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის ომში დაღუპულთა შვილები და იმ კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ.

 

 

რაც შეეხება ახალი საელმღავნელობის დაბეჭდვას, ამისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 30 ივნისს, 12 საათზე დასრულდება და გაირკვევა გამარჯვებული. თამარ სანიკის თქმით, მათ შეიწავლეს ბაზარი და გამოიკვეთა 12 პრეტენდენტი.

სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო

მასალების გადაბეჭდვის წესი