ახალი ამბები

ანონსი – 26 ივნისი

26 ივნისი, 2015 •
ანონსი  –  26 ივნისი

10:00-ზე “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინსტიტუტის სპეციალური კვლევები სტიქიასთან დაკავშირებით

 

10:00 – თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი „FEBI“-ი თბილისი მარიოტში ატარებს კონფერენციას, რომელიც შეეხება თბილისის განახლებას, კერძოდ მდინარე ვერეს ხეობის აღდგენას.

 

10:00 – BDO საქართველო და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო იწვევს ჟურნალისტებს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO International-ის მიერ საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევის დეტალური შედეგებისა და ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო სიახლეების გასაცნობად.

 

10:00 – სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ „წვეულებათა დარბაზში“ გაიმართება თბილისის V ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა თემაზე: „ვერეს ხეობა, პერსპექტივები, ღირსეული გამოსავალი, ალტერნატიული კონცეფცია“.

 

10:30 საათზე, სასტუმრო ,,holidei inნში“ სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის და ნპმ-ის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ანგარიშში მიმოხილულია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები; წესრიგი და უსაფრთხოება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; პატიმრობის პირობები; პენიტენციური ჯანდაცვა; და სხვა. ასევე წარმოადგენს ნპმ-ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას.

 

10:30-ზე დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიის შედეგები და პოლიტიკური მანიპულაციები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.

 

11 საათზე, პრესკონფერენცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. განათლების მინისტრი ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწოდებს და შეკითხვებს უპასუხებს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

11:00 სთ-ზე, სასტუმროში ,,ამბასადორი” სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ,,გლობალ აგრო” ინიციატივით,ქვეყნის მასშტაბით მოქმედ წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

 

11:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სადაზღვევო კომპანია არდის ერთობლივი პროექტის „ხვამლის მთის კვლევების“ პრეზენტაცია გაიმართება.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თამარ ცინცაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, საბავშვო ბაღები, სტიქიის შედეგები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30 საათზე, რეპორტიორის პრეს-კლუბში, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას. მისამართი: რეპორტიორის პრეს-კლუბი, იოსებიძის ქ. 57, I სართული.

 

12:00 საათზე პირველის პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: მოსფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების და ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მიუხედავად საქართველოში საწვავის ფასი უცვლელი რჩება მისამართი: ქ.თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

 

13:00 საათზე, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერიის ორგანიზებული ტრენინგის “დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლება” მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდება. მის:9 აპრილის ქ.№3, სასტუმრო “ციტრუსი” (პარლამენტის უკან) საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი -595 52 11 52

 

14:30 საათზე, ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო კონცერტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილე მუსიკოსები გაუძღვებიან.

 

15:00 ს-ზე, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართავს დაინტერესებულ მხარეთა საკოორდიანციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრას, სადაც განხილულ იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები. შეხვედრას დაესწრებიან USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი სტივ ჰეიკინი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ბ-ნი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე, ბ-ნი თემურ მურღულია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი, ბ-ნი დავით ჯიქია; ასევე, USAID-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი