“კონტრაქტი არის ჩვენთან იმიტომ, რომ უეფა არავისთან არ დებს კონტრაქტს. ჩვენ ვართ უეფას წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველა პირობა და პასუხისმგებლობა მათ გაიარეს უეფასთან. მე რომ მქონდეს საშუალება, რომ თვითონ ავირჩიო, ეს საკითი 3 თვის უკან გადაწყდებოდა. ეს კომპანია ჩემთვის, სამწუხაროდ, უეფამ აირჩია და ენდო, თორემ ჩვენ შეძენილი გვქონდა საბაზისო პროგრამა [ბილეთების ონლაინ] გაყიდვებისთვის, გერმანიის თამაშზე ტესტირებაც გავაკეთეთ. ჩვენ მზად ვიყავით და როდესაც მივმართეთ უეფას, რომ მოგვეცით და გავყიდით-თქო, გვითხრეს უარი. biletebi.ge-ს უფრო დიდი გამოცდილება აქვსო”, – თქვა სიჭინავამ.
Biletebi.ge-ს 22 ივნისს უეფას სუპერთასის მატჩის (ბარსელონა VS სევილია) ბილეთების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა ონლაინ რეჟიმში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვებგვერდზე თავდაპირველად გაჩნდა შეტყობინება, რომ საიტზე კიბერშეტევა ხორციელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო საიტმა. გუშინ, 23 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უეფას biletebi.ge-სთან გაფორმებული კონტრაქტი არ გაუწყვეტია და პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათის მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა.