ახალი ამბები

კობახიძე TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსზე

23 იანვარი, 2020 •
კობახიძე TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსს მოიცავს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და მასში ღიმილის მომგვრელი ტერმინებია გამოყენებული.

მმართველი პარტიის წევრის თქმით, ანტიკორუფციული თვალსაზრისით საქართველოს  მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და ამ რეალობას ვერც ეს ანგარიში და ვერც სხვა კვლევები ვერ გაექცევა:

“მონაცემები არის წინააღმდეგობრივი იმიტომ, რომ ერთი მხრივ, საქართველო არის გამოკვეთილი, როგორც აშკარა ლიდერი ანტიკორუფციული თვალსაზრისით რეგიონში და ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი და ამასთან ერთად არის გამოყენებული ის ტერმინი, რომელიც მიაწოდა ეკა გიგაურმა თავის ბერლინის ოფისს. ეს არის “სახელმწიფოს მიტაცება”. თვის თავს ეწინააღმდეგება ეს კვლევა. ღიმილის მომგვრელი ტერმინებია გამოყენებული.

ერთი მეორეს არ შეესაბამება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ანტიკორიუფციული თვალსაზრისითაც 2012 წელთან შედარებით. ამას აჩვენებს ბევრი კვლევა. ამ რეალობას ვერ გაექცნენ, თუმცა შემდეგ ჩაწერეს ის ტერმინი, რომელიც მოსწონს ეკა გიგაურს”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსიში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

მასალების გადაბეჭდვის წესი