ახალი ამბებიეკონომიკა

TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსიში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

23 იანვარი, 2020 • 4845
TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსიში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 100 შესაძლოდან 56 ქულა და აქვს და 180 ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს.

წინა წლის ინდექსის მონაცემებთან შედარებით საქართველოს მონაცემები გაუუარესებულია. 2018 წლის ინდექსიში საქართველო 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში  ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც TI-ის შეფასებით, ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებსმნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონი, სადაც საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში ლიდერად მიიჩნევა, სულ შეფასებული ექვსი რეგიონიდან ბოლოს წინა ადგილზეა.

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებლით (56 ქულა), წინა წლების მსგავსად, კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მეორე ადგილზე ბელაურისა, მესამეზე – მონტენეგრო.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ რეგიონში ხელისუფლების დანაწილების ნაწილში პრობლემებია. ასევე პრობლემურია სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში აცხადებენ, რომ 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები როგორებიცაა: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და სხვა.

“წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი ორი ქულითა გაურესდა, რაც სტატისტიკურად შესაძლოა დიდი კლება არ არის, თუმცა ეს კლება მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით რომ ქვეყანაში ეფექტურად არ ტარდება ანტიკორუფციული რეფორმები. ამასთან. ის პრობლემები, რაზეც ჩვენ მივუთითებდით გასული წლების განმავლობაში, არ მოგვარებულა. TI-ის სამდვინო აცხადებს, რომ რეგიონში პრობლემად რჩება სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი სუბიექტის ხელში. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კვლავაც შეინიშნება არაფორმალური გავლენები მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებზე,”-აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

წელს რეიტინგის ლიდერი დანიაა, მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა მესამეზე ფინეთი, მეოთხეზე სინგაპური, მეხუთეზე – შვედეთი.

კორუფციის აღქმის ინდექსი ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. TI-ის განმარტებით, კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2019 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი