ახალი ამბები

საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს – თურქეთი

23 იანვარი, 2020 •
საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს – თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებასა და ორგანიზაციაში საქართველოს მიღებას.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო, ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს წევრობის გეგმა (MAP)“, – აცხადებს ჩავოშუღლუ.

„გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობის გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აცხადებენ თანხმობას საქართველოს მოწვევაზე, რადგანაც რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ამიტომ გვჭირდება გაფართოება, ხოლო საქართველო [NATO-ს] წევრი უნდა გახდეს“, – განაცხადა ჩავოშუღლუმ დავოსში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი