აბრამიანის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სომხეთის ხელისუფლება სუბსიდიის სახით 24 ათას დრამს (დაახლოებით 50 აშშ დოლარი) გამოყოფს, რაც ყოველწლიურად, ჯამში, 2.5 მილიარდ დრამს (დაახლოებით, 5.29 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.
აბრამიანმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, ტარიფზე ფასის გაზრდით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებაზე იზრუნოს.
1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება. ამ გადაწყვეტილებას არ ურიგდება ქვეყნის მოსახლეობა და რამდენიმე დღეა მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |